ფეხბურთი

17:22 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას გუნდის ყველაზე ცუდი რეიტინგი

ფიფა/კოკა-კოლას სექტემბრის თვის რეიტინგში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მდგომარეობა აგვისტოსთან შედარებით 15 პოზიციით გაუარესდა და ქეცბაიას შეგირდებმა 95-ე ადგილიდან 110-ეზე გადაინაცვლეს. აქვე გეტყვით, რომ ქეცბაიას მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ქართველები რეიტინგში ასე ქვემოთ არ ყოფილან.

რეიტინგს კვლავ გერმანიის ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილზე არგენტინელები არიან, ხოლო მესამეზე ჰოლანდიელები კოლუმბიელებმა ჩაანაცვლეს.

18 სექტემბრის მონაცემებით ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში საუკეთესო 20 გუნდის ჩამონათვალი ასეთია:

1 (1). გერმანია – 1765

2 (2). არგენტინა – 1631

3 (4). კოლუმბია – 1488

4 (3). ჰოლანდია – 1456

5 (5). ბელგია – 1444

6 (7). ბრაზილია – 1291

7 (6). ურუგვაი – 1243

8 (7). ესპანეთი – 1228

9 (10). საფრანგეთი – 1202

10 (11). შვეიცარია – 1175

11 (11). პორტუგალია – 1150

12 (12). ჩილე – 1100

13 (14). იტალია – 1068

14 (13). საბერძნეთი – 1052

15 (15). კოსტა-რიკა – 988

16 (17). მექსიკა – 963

17 (18). აშშ – 936

18 (20). ინგლისი – 935

19 (16). ხორვატია – 928

20 (24). ალჟირი – 926

...29 (28). შოტლანდია – 714

...62 (66). ირლანდია – 506

...70 (61). პოლონეთი – 436

...110 (95). საქართველო – 290

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფში, გერმანია, შოტლანდია, ირლანდია და პოლონეთი, საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი, რომელმაც მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სექტემბრის თვის რეიტინგში არ ფიგურირებს.

0.115174