ჭადრაკი

22:38 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთაგან საუკეთესო 22-ეა

გრინინგენში დასრულებული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული სომეხი ზავენ ანდრიასიანი (2610) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ჰოლანდიელ კონკურენტებს – ერვინ ლ’ამის (2645), ბენჯამინ ბოკს (2540) და სიპკე ერნსტს (2566) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ქართული ოთხეულიდან საუკეთესო შედეგი დავით ლობჟანიძემ (2445) აჩვენა, რომელმაც 5.5 ქულით 22-ე ადგილი დაიკავა. 5.0-5.0 ქულით, შესაბამისად, 29-ე და 30-ე პოზიციებზე გავიდნენ შოთა აზალაძე (2482) და ზურაბ ჯავახაძე (2451), ხოლო გიორგი ხელაიამ (2110) 2.5 ქულით 103 მონაწილეს შორის 95-ე საფეხური დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120463