ჭადრაკი

2:34 | 12.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა თურქული მონაგარი

თურქეთში დასრულებულ ქვეყნის  საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში, 13-დან 25 ქულით I-II ადგილები MANİSA DORUK KOLEJİ S.K.-მა და ADANA TRUVA SATRANÇ S.K.-მ გაინაწილეს, რომლებმაც ყველა მატჩები მოიგეს და ყაიმი მხოლოდ ერთმანეთთან ითამაშეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველმა მათგანმა იპირველა.
მესამე საფეხურზე 18 ქულით İSEK AQUAMATCH S.K. გავიდა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს 2008 წლის ჩემპიონი ლევან ფანცულაია ირიცხებოდა. ლევანმა 11-დან 10.5 ქულა (!) მოაგროვა და გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა.
TARSUS ZEKA SATRANÇ S.K.-ის რიგებში ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველ დაფაზე ოქროს მედალიც მოიპოვა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მიხეილ მჭედლიშვილმა. ასევე, პირველ დაფაზე ბრინჯაოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი მერაბ გაგუნაშვილი დაეპატრონა.
წარმატებით იასპარეზეს სოფო გურამიშვილმა (მესამე ადგილი ქალთა დაფაზე) და მარიამ დანელიამ (პირველი პოზიცია 16-წლამდე გოგონათა შორის).
საკლუბო ჩემპიონატი წრიული სისტემით 14 მონაწილეს შორის ჩატარდა, ქართველ მოჭადრაკეთა ტექნიკური შედეგები კი ასე გამოიყურება:

 
3. İSEK AQUAMATCH S.K.
ლევან ფანცულაია – 10.5 (11). I ადგილი დაფაზე. +9 (რეიტინგის მატება- კლებადობა)
 
6.  TARSUS ZEKA SATRANÇ S.K.
მიხეილ მჭედლიშვილი – 7.5 (12). I ადგილი დაფაზე (+8)
თამაზ გელაშვილი – 5.5 (11). X ადგილი დაფაზე (-20)
20 წლამდე. ქეთი წაწალაშვილი – 6.5 (13). VIII ადგილი დაფაზე ( +17)
 
7.  BURSA TOPHANE MESLEK LİSESİ S.K.
სოფიო გვეტაძე – 7 (13). VII ადგილი დაფაზე (-2)
 
8. ÇELİKKOL TURİZM PAMUKKALE ÜNİVERSİTESİ S.K.
სოფიკო გურამიშვილი – 8.5 (13). III ადგილი დაფაზე (+29)
 
9.  TÜRK HAVA YOLLARI S.K.
მერაბ გაგუნაშვილი – 6 (10). III ადგილი დაფაზე (+9)
სალომე მელია – 6 (10). IV ადგილი დაფაზე (-15)
მარიამ დანელია 9 (10). I ადგილი დაფაზე (+12)
 
11. YEŞİLKÖY SPOR KULÜBÜ
თორნიკე სანიკიძე - 5 (13). XIII ადგილი დაფაზე (-13)
დავით არუთინიანი – 8.5 (13). V ადგილი დაფაზე (+8)
 
12. BURSA ULUDAĞ ÜNİVERSİTESİ S.K.
გიორგი მარგველაშვილი – 6 (12). X ადგილი დაფაზე (+15)
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091452