ქართველი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა რიგით მე-18 საერთაშორისო ტურნირი თურქეთის ქალაქ ჩანაკალეში.
9 ტურად გამართული ტურნირის ჩემპიონი დავით მაღალაშვილი (2465) გახდა, რომელმაც ბაჩანა მორჩიაშვილის (2363) დარად 8.0 ქულა მოაგროვა, თუმცა თანამემამულეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და საპრიზო თანხიდან 2 ათასი ლირა მიიღო.
7-7 ქულით, შესაბამისად, მეშვიდე-მერვე ადგილები გაინაწილეს ლევან ბრეგაძემა (2413) და დავით ბენიძემ (2508), დანარჩენ ქართველთა შედეგები კი ასე გამოიყურება: 11. ზურაბ ჯავახაძე (2354) – 6.5; 12. ნინო ხურციძე (2443) – 6.5; 16. გიორგი გამზარდია (2195) – 2188;







