ჭადრაკი

0:28 | 4.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა შვიდიანები გიბრალტარში

ქართველი მოჭადრაკეები, ნანა ძაგნიძე (2550), სალომე მელია (2449) და გიორგი ყაჭეიშვილი (2585) გიბრალტარის პრესტიჟულ ტურნირზე ქულებით მხოლოდ ოთხ მეტოქეს ჩამორჩნენ, დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით კი - მოწინავე თოთხმეტეულში მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სამივე ქართველმა თამაში 7.0 ქულით დაასრულა, ადგილები კი ასე გადანაწილდა: ძაგნიძე – მე-6, მელია – მე-13-ე, ყაჭეიშვილი – მე-14-ე. ნანამ ბოლო, მე-10 ტურში, შავი ფიგურებით, რეიტინგით გაცილებით ძლიერი, ინდოელი კრიშნან შაშიკირანი (2690) დაამარცხა და ქალთა შორის ჩემპიონობა მოიპოვა, რისთვისაც საპრიზო ფონდიდან 10 ათასი გირვანქა ერგო.
ქალებში მე-2 გახლდათ მელია, რომელსაც 5 ათასი გადაეცა. სალომემ უკანასკნელი პარტია კიდევ ერთ ინდოელ ნარაიანან გეეტა გოპალთან (2597) ჩაატარა და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს შავი ფიგურებით დაუზავდა.
მე-14 საფეხური დაიკავა ყაჭეიშვილმა, რომელმაც თეთრებით ესპანელ ალექსის კაბრერას (2518) სძლია.
გიბრალტარის საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული, პირველი რეიტინგის (2764) მქონე უკრაინელი ვასილი ივანჩუკი გახდა, რომელმაც 10 ტურში ფენომენალური შედეგი აჩვენა და 9 ქულა (8 მოგება, 2 ყაიმი) მოაგროვა.
ივანჩუკმა საპრიზო ფონდიდან 17 500 გირვანქა მიიღო, მე-2 პოზიციაზე გასულ ინგლისელ ნაიჯელ შორტს (2658, 8.5) 10 ათასი ერგო, ხოლო მესამედგილოსან ესტონელ კაიდო კულაოტსს (2577, 7.5) – 8 ათასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098223