კალათბურთი

17:11 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “სარაგოსას” დრამატული მარცხი

ესპანურმა “სარაგოსამ”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელები ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი იცავენ, “გრან კანარიასთან” სტუმრად დრამატული ბრძოლა გადაიტანა და მწირქულიან მატჩში 55:58 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა უკანახაზელმა ალბერტ ოლივერმა გადამწყვეტი სამქულიანი საფინალო სირენამდე სამი მეათედი წამით ადრე ჩააგდო და ეს, შეხვედრაში მისი პირველი (!) ქულები გახლდათ.

დარჩენილ მიზერულ დროში მაიკლ როლმა სამქულიანის ჩაგდება ასევე მოახერხა, თუმცა, ეპიზოდის განმეორებით ნახვის შემდეგ, მსაჯებმა დაასკვნეს, რომ ტყორცნისას დრო უკვე გასული იყო.

ქართველ კალათბურთელთაგან სარაგოსელთა სასტარტო ხუთეულში შერმადინი მოხვდა და 24 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

23:19 წუთი გახლდათ მოედანზე სანიკიძე, რომელმაც სტუმრებს 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“სარაგოსას” 5-5 მოგება-წაგება მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-8 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109806