კალათბურთი

2:04 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “სარაგოსამ” ბელგიელები გაანადგურა

საკალათბურთო ევროთასის მე-6 ტურის მატჩში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” ბლეგიურ “მონსს” ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, D ჯგუფის აუტსაიდერი იოლად – 104:65 დაამარცხა.

შეხვედრის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის (33:48) გახლდათ გადაწყვეტილი, ამდენად, ესპანური კლუბის მთავარ მწვრთნელ ხოსე ლუის აბოსს გუნდის ლიდერები დიდად არ დაუტვირთავს.

შერმადინმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში გახლდათ, 14:49 წუთს ითამაშა და 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

13:44 წუთო ერგო სანიკიძეს, რომლის მონაგარიც ასევე 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი იყო. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

საინტერესოა, რომ “სარაგოსას” განაცხადში მყოფი 11 კალათბურთელიდან ყველაზე ღრმა სათადარიგო ხავიერ მარინმაც კი მოედანზე 10 წუთი გაატარა, თუნდაც 1 ქულის ჩაგდება ყველამ მოახერხა, სტუმართაგან ათმა მოთამაშემ კი 7 ან მეტი ქულა მიითვალა.

ქართველთა კლუბმა 3 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა და ტურის სხვა მატჩების გამართვამდე, D ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის საუკეთესო სამეული გააღწევს, სარაგოსელთა შანსებს კი ის ზრდის, რომ დარჩენილი 4 შეხვედრიდან 3 მათ შინ უწევთ.

27 ნოემბერს არაგონელები ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ბერლინის “ალბას” უმასპინძლებენ, რომელთანაც გერმანიაში 68:71 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113924