სხვა

15:32 | 19.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მაკე-კოშის დღე ტოკიოში

ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირი ძალიან წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმ ტრავმის გამო აკი ბაშო მიატოვა და მალე, ალბათ კარიერის დასრულების შესახებ განცხადებასაც გააკეთებს, ელიტარულ მაკუუჩიში კი ტოჩინოშინი და გაგამარუ უარყოფით ბალანსს ვეღარ გადაურჩებიან.
ქართველმა სეკიტორებმა მაკე-კოში “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირის მე-11 დღეს გაიფორმეს. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელიც სექტემბრის ბაშოს კომუსუბის ტიტულით შეხვდა, პირველ მაეგაშირა შოჰოძანთან ოშიდაშით დამარცხდა. რაც შეეხება გაგამარუს იგივე თეიმურაზ ჯუღელს, იგი კომუსუბი აოიამასთან იორიკირით დამარცხდა.
ახლა, ტოჩინოშინსაც და დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულის მქონე გაგამარუსაც 3-3 მოგების ფონზე 8-8 მარცხი გააჩნიათ და ცხადია, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩებიან. აკი ბაშოს მე-12 დღეს ქართველთაგან ერთ-ერთი აქტივს კიდევ ერთ მოგებას აუცილებლად შემატებს, რადგანაც გორგაძე და ჯუღელი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. ამ დროისთვის, ურთიერთშეხვედრებში ჯუღელი გორგაძეს 2:1-ს უგებს.
11 დღის თავზე სექტემბრის სუპერტურნირს 11 გამარჯვებით მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი ლიდერობს, რომელსაც 10 მოგებით კვალში მისივე თანამემამულეები იოკოძუნა ჰაკუჰო და მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰო უდგანან.

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=4JGZt0QQ-ho

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170231