სხვა

12:51 | 13.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა იორიკირი სასტარტო დღეს

ტოკიოს ”რიოგოკუ კოკუგიკანში” ქართველ სუმოისტთათვის წარმატებულად დაიწყო 2013 წლის პირველი სუპერტურნირი, რომელიც ტრადიციულად თხუთმეტ დღეს წარიმართება. სასტარტო დღეს ტოჩინოშინიმ და გაგამარუმ გამარჯვებები იზეიმეს.
ქართველმა სეკიტორებმა წარმატებას იორიკირის წყალობით მიაღწიეს. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ მე-5 მაეგაშირა იკიოის სძლია, ხოლო მე-4 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-4 მაეგაშირა არანს გაუმკლავდა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ჰაცუ ბაშოს მე-2 დღეს ქართველი სუმოისტები ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08934