ჭადრაკი

23:09 | 22.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭადრაკეებმა სამეულში შეაღწიეს

მსოფლიოს გუნდურ საჭადრაკო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. თურქეთის ქალაქ მარდინში მიმდინარე ტურნირის მე-5 ტურში ქართველმა ქალებმა საბერძნეთს 3:1 სძლიეს და თავი 7 ქულას მოუყარეს.
შავი ფიგურებით წარმატებას ნანა ძაგნიძემა და ბელა ხოტენაშვილმა მიაღწიეს, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ კი თეთრებით ყაიმებით გააფორმეს, რაც კომფორტული გამარჯვებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
ხუთი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით (10) ჩინეთის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც ერთ-ერთ ფავორიტ რუსეთის გუნდს მოულოდნელად იოლად – 4:0 სძლია, მეორე ადგილზე კი 9 ქულით ინდოეთია. ამ უკანასკნელთ საქართველოს ნაკრებისთვის ერთადერთი მარცხის მიმყენებელ ვიეტნამს ასევე 4:0 მოუგეს.
მსოფლიოს ჩემპიონატი ცხრა ტურად მიმდინარეობს და 27 დეკემბერს დასრულდება. პარასკევს ტურნირზე დასვენების დღეა და მოჭადრაკეებისთვის მარდინის ისტორიულ ადგილებში ექსკურსიები მოეწყობა, 24 დეკემბერს კი მე-6 ტურის შეხვედრები შედგება. ქართველი ქალბატონები ძალებს უკრაინასთან მოსინჯავენ, საინტერესო იქნება ინდოეთ-რუსეთის დაპირისპირებაც.

2011 წლის მსოფლიოს გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის. მარდინი (თურქეთი)
მე-5 ტური
საბერძნეთი – საქართველო 1:3

ელენა დემბო (2468) – ნანა ძაგნიძე (2516) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (2475) – მარინა მაკროპულო (2201) 0.5:0.5
ეკატერინი ფახირიდუ (2180) – ბელა ხოტენაშვილი (2497) 0:1
სალომე მელია (2392) – ეკატერინი პავლიდუ (2176) 0.5:0.5

სამხრეთ აფრიკა – უკრაინა 0:4
სომხეთი – თურქეთი 3.5:0.5
ვიეტნამი – ინდოეთი 0:4
რუსეთი – ჩინეთი 0:4

სატურნირო მდგომარეობა
10 – ჩინეთი; 9 – ინდოეთი; 7 – საქართველო; 6 – რუსეთი: 5 – უკრაინა; 4 – სომხეთი, ვიეტნამი, თურქეთი; 5 – საბერძნეთი; 0 – სამხრეთ აფრიკა;

მე-6 ტური. 24 დეკემბერი
უკრაინა – საქართველო
ჩინეთი – საბერძნეთი
ინდოეთი – რუსეთი
თურქეთი – ვიეტნამი
სამხრეთ აფრიკა – სომხეთი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095519