ძიუდო

14:53 | 31.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა ტიტული დაკარგეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების შანსი ანთალიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის პირველსავე წრეში დაკარგა. სოსო ლიპარტელიანის გუნდი მეოთხედფინალში სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ქულები გუნდს ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოუტანეს. დავით ასუმბანი (66 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ლაშა გუჯეჯიანი (+90 კგ) კი დამარცხდნენ.
წაგებული საქართველოს ნაკრები რეპეშაჟში გადაერთო, სადაც იაპონიისგან ძლეულ რუსეთს დაუპირისპირდება. თუ ამ ბარიერს დაძლევს, მაშინ ბრინჯაოს მედლამდე ერთი მეტოქეღა დარჩება ჩამოსაცილებელი.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.089777