15-17 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 17 ქვეყნის წარმომადგენლები გამოვიდნენ. ევროპირველობაზე ძალები ახალგაზრდებმა და დიდებმა მოსინჯეს და ჩემპიონ-პრიზიორები 5 წონით კატეგორიასა და პირად-გუნდურ პირველობაში გამოავლინეს.
საქართველოს დელეგაცია ევროპის ჩემპიონატზე 5 სპორტსმენით გამოვიდა და 8 მედალი დაისაკუთრა. დიდებში 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა ავთანდილ ცერცვაძემ (+115 კგ-სა და აბსოლუტურ წონაში).
ვერცხლის მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრებმაც პირად-გუნდურ შეჯიბრებაში (ავთანდილ ცერცვაძე, ზაზა ბალაშვილი, იასონ კარიბოვი, ზურაბ აქუბარდია).
ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული დაიმსახურეს გიგა გელაშვილმა (+100 კგ.) და ზურაბ აქუბარდიამ (აბსოლუტურში). ამ უკანასკმელმა 100 კილოგრამში ვერცხლიც მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში გელაშვილთან ერთად, ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ევროპირველობის მსვლელობის დროს, სუმოს ევროპის ფედერაციის კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე ევროპის სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







