დღეს ვენის მსოფლიოს თასზე 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ძიუდოისტებს შორის თამაშდება მედლები. ჯერ წინასწარი ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებისთვის უკვე ყველაფერი დასრულებულია. ამირან ტოტიკაშვილის ექვსი შეგირდიდან ვერც ერთმა მეოთხედფინალსაც კი ვერ უწია.
ხვიჩა ხუციშვილი (81 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) პირველსავე მეტოქეებთან დამარცხდნენ. დავით ჭაბუკაშვილმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ზურაბ ზვიადაურმა (100 კგ) კი თითო შეხვედრა მოიგეს და შემდეგ – მერვედფინალში წაიფორხილეს.
ამჟამად ვენაში დამამშვიდებელი ეტაპის ბრძოლები იწყება. გადამწყვეტი შეხვედრები კი თბილისის დროით 20 საათისთვის ჩატარდება.
ოთარ მაღლაკელიძე







