საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში”, დღეს “თბილისის თასის” მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა. საქართველოს მეორე ნაკრები პოლონეთს შეერკინა და 13:10 დაამარცხა. ქართველებიდან ყველაზე მეტი, 2 გოლი, ჩიკვინიძემ გაიტანა, ხოლო პოლონელთაგან, 4-4 გოლით ბაკულო და ლუჩაკი გამოირჩნენ. შეხვედრის პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ანგარიში 5:5 დაფიქსირდა. დარჩენილ მეოთხედებში კი, ქართველებმა პოლონელებს 8 გოლი გაუტანეს და 13:10 იმარჯვეს. მოგვიანებით, საქართველოს პირველმა ნაკრებმა ბელარუსებს 15:10 სძლია. გამარჯვებულთაგან, 3-3 გოლით ყაზაიშვილი და იელაჩა გამოირჩნენ, დამარცხებულთაგან, გოლების ამდენივე რაოდენობით ბუჩკოვი გამოირჩა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რადგან ანგარიშში სხვაობა ქართველების სასარგებლოდ, უკანასკნელ მეოთხედამდე მინიმალური იყო. ჩვენმა ბიჭებმა უპირატესობის შენარჩუნება შესძლეს, ბოლოს კი, მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს.
ხვალ, მიმდინარე შეჯიბრების გამარჯვებული გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ნაკრები “თბილისის თასის” მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დაცვას შეეცდება.
1 ივლისის შეხვედრათა განრიგი:
ბელარუსი – საქართველო 2 11:00 საათი
პოლონეთი – საქართველო 12:30 საათი
რუსუდან ჭუმბურიძე







