ძიუდო

13:46 | 11.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა მსუბუქად და უმედლოდ დაიწყეს

იაპონური დიდი სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა საწყის ეტაპზევე წაიფორხილეს და ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს შანსი ერთდროულად დაკარგეს. დღეს ტოკიოს ტატამზე 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები გავიდნენ.
უმსუბუქეს წონაში ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელ ტიბორ მაიერს იპონით მოუგო, მაგრამ იაპონელ მასააკი ფუკუოკასთან იუკოთი დამარცხდა. კენჭისყრამ პირველ წრეში შალვა ქარდავაც (66 კგ) დაასვენა. მერე კი მან მონღოლ ცაგაანბაატარ ხაშბაატართან იპონით წააგო.
პაპინაშვილისა და ქარდავას გარდა, ტოკიოს დიდ სლემზე კიდევ 6 ქართველი იჭიდავებს. ხვალ საქმეში ლევან წიკლაური და დავით კუპრაშვილი (ორივე 81 კგ) ჩაერთვებიან, ზეგ კი 100 კილოგრამში მოჭიდავეები – ლომერ ჟორჟოლიანი და ნოდარ მეტრეველი და მძიმეწონოსნები – ადამ ოქრუაშვილი და იოსებ მსხალაძე.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.089875