ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, ტალინის “ფლორა”, რომელშიც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის, სტუმრად “ტამეკას” დაუზავდა – 1:1.
ამჯერად, ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ მან შეცვლაზე ითამაშა. “ფლორა” მე-10 წუთზე 0:1 აგებდა და ანგარიშში 84-ე წუთზე რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუამ გაათანაბრა. ტალინელები 55 ქულით 10 გუნდში მე-2 ადგილზე იმყოფებიან.
იოხვის “ლოკომოტივმა” გასვლაზე “ტრანსთან” ქულა აიღო – 2:2. ლაშა ნავერიანმა და უკრაინის მოქალაქე კოტე ალანიამ სტუმართა რიგებში სრულად ითამაშეს. ნავერიანმა 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ლოკომოტივი” 9 ქულით ბოლო ადგილზეა.







