ძიუდო

16:43 | 20.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები გერმანულ მერვედფინალს ვერ გასცდნენ

დიუსელდორფის დიდი პრიზის ორდღიანი გათამაშების პირველი დღე, ქართველი ძიუდოისტებისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. დღეს მედლები პირველ-სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ამირან პაპინაშვილის შეგირდებისთვის კი ყველაფერი საწყის ეტაპზე დასრულდა. ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ვერც ერთმა მათგანმა მეოთხედფინალსაც კი ვერ უწია.
60 კილოგრამში ბეთქილ შუკვანმა და ნესტორ ხერგიანმა თითო მეტოქე ჩამოიცილეს და მერვედფინალში დამარცხდნენ. ამავე ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას მიხეილ ხომიზური, შალვა ქარდავა (ორივე 66 კგ) და თენგიზ პაპოშვილი (73 კგ). ამბაკო ავალიანი (73 კგ) კი პირველსავე წრეში ჩარჩა.
ხვალ, ტურნირში იოსებ წელაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, საბა გავაშელიშვილი (90 კგ), ზურაბ ზვიადაური, დავით ლორიაშვილი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) ჩაერთვებიან.
ოთარ მაღლაკელიძე

 

0.191289