ჭადრაკი

15:58 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ამერიკულ ტურნირებზე

სამი ქართველი მოჭადრაკე – მარიამ დანელია (2219), გიორგი მარგველაშვილი (2556) და თამაზ გელაშვილი (2590) მონაწილეობდა დალასში (აშშ) გამართულ საერთაშორისო ტურნირებში.

ოსტატთა შეჯიბრში განსაკუთრებით აღსანიშნავია  მარიამ დანელიას შესანიშნავი თამაში. ტურნირში პირველ ადგილზე ამერიკელი დიდოსტატი ალექსანდრ ლენდერმანი (2537) გავიდა 8.5 ქულით, მეორე კი 8 ქულით თამაზ გელაშვილი იყო. 5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით მესამე იყო დანელია.

ოსტატთა ასპარეზობის პარალელურად გაიმართა დიდოსტატთა შეჯიბრიც, სადაც გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობდა. 6.5 ქულით ფილიპინელმა დიდოსტატმა ჰულიო სადორმა (2577) გაიმარჯვა, ქართველი დიდოსტატი კი 5 ქულით  მეხუთე საფეხურზე გავიდა.

ამერიკულვე სენტ-ლუისში დასრულებული ტურნირი მესამე პოზიციაზე დაასრულა საერთაშორისო ოსტატმა ლევან ბრეგაძემ (2396). შეჯიბრი წრიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობას 5 ქვეყნის 10 მოჭადრაკე იღებდა.

ასპარეზობაში 9-დან 7.5 ქულით გამარჯვება ანდრეი გოროვიცმა (ბელარუსი, 2480) მოიპოვა, გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა ანჯელო იუნგი (ფილიპინები, 2311). 5.5 ქულით III-IV ადგილები ლევან ბრეგაძემ (2396) და შონ ვიბერტმა (აშშ, 2318) გაინაწილეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112407