ჭადრაკი

21:36 | 26.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ალიევის თასისთვის იბრძვიან

აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში, სტარტი აიღო მასშტაბურმა საჭადრაკო ტურნირმა, რომელსაც ქართველი მონაწილეებიც მრავლად ჰყავს. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა, კერძოდ კი, 7 ქართველი მოჭადრაკე A ჯგუფში თამაშობს, ერთი კი - B-ში.
4 ტურის თავზე, ელიტარულ ჯგუფში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი დავით ბენიძეს (2408) გააჩნია, რომელიც 3.0 ქულით მე-11 ადგილზეა. 2.5-2.5 ქულა აქვთ მერაბ გაგუნაშვილსა (2599) და მიხეილ მჭედლიშვილს (2629). ისინი შესაბამისად, მ-16 და 22-ე პოზიციებზე იმყოფებიან.
დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 26. კონსტანტინე შანავა (2560) – 2.0; 30. ალექსანდრე ქაშაშვილი (2329) – 2.0; 32. სოფიკო გურამიშვილი (2334) – 2.0; 52. აკაკი შალამბერიძე (2360) – 0.5; B ჯგუფში მოთამაშე ნინო იმნაძეს (1766) 2.0 ქულით 64-ე საფეხური უკავია.
A ჯგუფს, ამჟამად, 3.5 ქულით ოთხი მოჭადრაკე ლიდერობს: ზოლტან ალმაში (უნგრეთი, 2719), ფრანსისკო პონს ვალეხო (ესპანეთი, 2707), ივან სოკოლოვი (ჰოლანდია, 2643) და სერგეი ვოლკოვი (რუსეთი, 2621). ცნობისთვის, ტურნირზე პირველი რეიტინგი ჩინელ იუე ვანგს (2734) გააჩნია, რომელიც 3.0 ქულით, ჯერჯერობით, მეხუთეა.
ნახიჭევანის საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელობის გახლავთ, 9 ტურად მიმდინარეობს. საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. ჩემპიონსვე ერგება სპეციალური თასიც.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09463