შვეიცარიულ ლენცერჰეიდეს 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა სოფო ქვაცაბიამა და ეკატერინე გორგოძემ, რომელთაც საკვალიფიკაციო ბადე დასძლიეს და ძირითად ტურნირში გააღწიეს.
პირველ ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ საწყის მატჩში იტალიელი პაულა ნატალია ორლინი კამპოსი 6:3, 6:0 დაამარცხა, შემდეგ კი შვეიცარიელ ჯულია შილერსაც აჯობა – 7:6 (7:0), 6:3. ორი მატჩი მოიგო გორგოძემაც: 6:1, 6:2 – რუს სოფია დმიტრიევასთანა და 6:4, 6:4 – ლიხტენშტაინელ კატინკა ვონ დეიხმანთან.
ძირითად ბადეში ქვაცაბაია მე-5 ნომრად მიჩნეულ თურქ პემრა ოზგენს დაუპირისპირდება, გორგოძე კი – სლოვენიელ მაშა ზეჩ-პესკირიჩს.
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 25-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-5 ნომრად განთესილ მასპინძელ ალიზ ლიმს ეთამაშება სოფო შაფათავა. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი და ბელორუსი პოლინა პეხოვა მე-3 რეიტინგის მქონე დუეტი ფრანგებს – იმავე ლიმსა და ჰესეს გაეჯიბრებიან.
გარკვეული პაუზის შემდეგ, კორტს კიდევ ერთხელ უბრუნდება ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც შვედურ კრისტინეჰამნში დაწყებული 25-ათასიან ტურნირის პირველ რაუნდში ძალებს მე-3 განთესვის მქონე ლიტველ ლინა სტანჩიუტესთან მოსინჯავს. წყვილებში კალაშნიკოვა და პოლონელი მაგდა ლინეტი, რომელთაც მე-3 რეიტინგი გააჩნიათ, დანიურ-შვეიცარიულ დუეტს (ეიდესგაარდი-პერინი) ეთამაშებიან.







