ქართველმა მეკლდეურებმა წარმატებით იასპარეზეს ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე. 27-30 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქმა მასშტაბურ შეჯიბრებას უმასპინძლა. ბაქოს საერთაშორისო შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი გამოვიდა და ორივემ ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა. გოგონებს შორის სწრაფ და რთულ ცოცვაში პირველობა არავის დაუთმო ანა შაქარაშვილმა, ხოლო ბოლდერინგი კი სოფო გოგიბედაშვილის გამარჯვებით აღნიშნა. ქართველი მეკლდეურები აზერბაიჯანში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრნენ.







