ძიუდო

11:26 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტებს იაპონია დაატოვებინეს

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოშია, სადაც ჯერ ძიგორო კანოს ტრადიციულ მემორიალში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში ჩაერთვება. მთავარმა მწვრთნელმა იაპონიაში ნაკრების ყველა უმთავრესი კანდიდატი იახლა. გაფართოებულ სიას ახალგაზრდული ნაკრების წევრები ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილიც (100 კგ) უნდა დამატებოდნენ, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ეს სპორტსმენები ახლა თბილისში არიან.

ღვინიაშვილი და თუშიშვილი იაპონიაში ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად საერთო საწვრთნელ შეკრებაზე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ჩავიდნენ და ეროვნულ გუნდსაც იქვე უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებებს ამომავალი მზის ქვეყანა ვადაზე ადრე დაატოვებინეს. მიზეზად ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა სახელდება.

უკვე კონკრეტულ მიზეზებზეც საუბრობენ. ქართველები თურმე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ასევე მაღალ ხმაზე უსმენდნენ მუსიკას, რაც ადგილობრივთათვის მიუღებელი ყოფილა. ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობის წესებსაც არღვევდნენ და ამას დაემატა ქართველთა საცხოვრებელში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ერთ-ერთმა სპორტსმენმა ცეცხლმაქრის გადაადგილება მოინდომა და უნებურად აამუშავა.

ქართული დელეგაცია თბილისში ვადაზე ადრე დაბრუნდა და ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მუშაობს. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა “მსოფლიო სპორტს” უთხრა, რომ უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც დეტალებს გამოიკვლევს  და სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097968