ფეხბურთი

16:17 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ 19-წლამდელთა მატჩები “ევროსპორტის” პირდაპირ ეთერში

ტელეკომპანია “ევროსპორტი” 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის უმეტესი მატჩების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების თამაშების ხილვაც შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ლიტვაში დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე ქართველი 19-წლამდელები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად საფრანგეთი, სერბეთი და თურქეთი ეყოლებათ. “ევროსპორტის” განრიგის თანახმად, 20 და 23 ივლისს ქართველთა საფრანგეთთან და სერბეთთან მატჩები პირდაპირ ეთერში იქნება, ხოლო 26 ივლისის თურქეთთან შეხვედრა კი “ლაივ-რეჟიმში” არ მოხვდა.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ფრანგებთან მატჩი ალიტუსის სტადიონზე (ტევადობა – 3748) თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, სერბებთან მატჩი მარიამპოლეს სარბიელზე (6250) 19:30 საათზე გახლავთ დაგეგმილი, ხოლო თურქებთან ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაში სტარტს მარიამპოლშივე 17:30 საათზე აიღებს.

ცხადია, “ევროსპორტის” პირდაპირ ეთერში ნახევარფინალები და ფინალიც იქნება, ამდენად, თუკი საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გააღწევს, ქართველ ფეხბურთელთა თამაშს კვლავ ვიხილავთ.

ისიც ვთქვათ, რომ ცნობილი ევროპული ტელეკომპანიის განრიგში ყველაზე მეტად ლიტვის ჭაბუკთა გუნდი დაიჩაგრა. მასპინძლები ფინალურ ეტაპზე ყველაზე სუსტებად მიიჩნევიან და გასაკვირი არ ყოფილა, რომ “ევროსპორტმა” მათი მონაწილეობით ერთადერთი თამაშის ტრანსლირება არჩია.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ლიტვა. 20 ივლისი-1 აგვისტო.

დრო თბილისისაა. მუქი შრიფტით აღნიშნულია ის მატჩები, რომლებსაც "ევროსპორტი" პირდაპირ ეთერში გადასცემს.

თარიღი ჯგუფი მატჩი ქალაქი დასაწყისი
20 ივლისი B სერბეთი-თურქეთი მარიამპოლე
18:00
20 ივლისი A ლიტვა-ჰოლანდია კაუნასი 19:30
20 ივლისი B საქართველო-საფრანგეთი ალიტუსი 20:00
20 ივლისი A ესპანეთი-პორტუგალია მარიამპოლე 22:15
23 ივლისი
A ჰოლანდია-პორტუგალია ალიტუსი 17:30
23 ივლისი B სერბეთი-საქართველო მარიამპოლე 19:30
23 ივლისი A ლიტვა-ესპანეთი კაუნასი 19:30
23 ივლისი B თურქეთი-საფრანგეთ
ალიტუსი 21:45
26 ივლისი
B საფრანგეთი-სერბეთი
კაუნასი 17:30
26 ივლისი B თურქეთი-საქართველო მარიამპოლე 17:30
26 ივლისი A ჰოლანდია-ესპანეთი
ალიტუსი 22:00
26 ივლისი A პორტუგალია-ლიტვა კაუნასი 22:00
29 ივლისი
ნახევარფინალი
ნახევარფინალი1 ალიტუსი 17:30
29 ივლისი ნახევარფინალი
ნახევარფინალი2 კაუნასი 22:00
1 აგვისტო
ფინალი
ნ/ფ1 - ნ/ფ2
მარიამპოლე

22:45

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114681