ძიუდო

13:28 | 6.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართულმა ოთხეულმა მედლები გაინაღდა

ქართველმა ძიუდოისტებმა ლაშა ზურაბიანმა (81 კგ), ზვიად გოგოჭურმა (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძემ და ბექა ბერძენიშვილმა (ორივე 100 კგ) ბაქოს დიდ პრიზზე სამეულში მოხვედრა გაინაღდეს. აზერბაიჯანულ ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით დღეს სწორედ ეს ოთხეული გავიდა და ოთხივე ნახევარფინალშია, რაც მინიმუმ ბრინჯაოს მედლის გარანტია.
ფინალში გასასვლელად ზურაბიანი უკრაინელ ვიტალი პოპოვიჩს დაუპირისპირდება, გოგოჭური – აზერბაიჯანელ რამინ გურბანოვს. მსხალაძეც მასპინძელს, ელხან მამადოვს დაეჭიდება, ბერძენიშვილის მეტოქე კი უკრაინელი დმიტრო ლუჩინი იქნება.  

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094508