სხვა

10:02 | 26.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი მეოცეა

ზაგრებში მიმდინარე ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულეს სპორტული ცეკვების წყვილებმა. საქართველოს სახელით მოასპარეზე ოთარ ჯაფარიძემ და ანგელინა ტელეგინამ საბოლოოდ პირველობა მეოცე ადგილზე დაასრულეს.

შეგხსენებთ, მოკლე პროგრამის შემდეგ ჩვენი წყვილი 18-ე პოზიციაზე იყო, თავისუფალი ცეკვის შემდეგ ოთარი და ანგელინა მეოცე პოზიციაზე დამკვიდრნენ. საპრიზო სამეულში პირველი 2 ადგილი რუსებს, მესამეზე კი იტალიელთა დუეტი გავიდა.
დღეს საღამოს თავისუფალ პროგრამაში ელენე გედევანიშვილი გამოვა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 16-ეა.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086656