სხვა

16:41 | 11.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული შერკინება – ჰაცუ ბაშოს უკვე მე-2 დღეს

ცნობილი გახდა სასტარტო განრიგი წლის პირველი სუპერტურნირისა, რომელიც სტარტს 13 იანვარს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” აიღებს და მასში ტრადიციულად, ორი ქართველი სუმოისტიც იასპარეზებს – თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ და ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი.
საინტერესოა, რომ ჰაცუ ბაშოს უკვე მე-2 დღეს ქართველი გოლიათები ერთმანეთის პირისპირ დადგებიან, მანამდე კი ასეთი ხვედრი ერგოთ: სასტარტო შერკინებაში გაგამარუ რუს მე-4 მაეგაშირა არანს გაეჯიბრება, ხოლო ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა იკიოი იქნება.
შეგახსენებთ, რომ წლის პირველ სუპერტურნირს გაგამარუ აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ხვდება, ხოლო ტოჩინოშინი ასევე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირაა. წარმატების შემთხვევაში, ქართველი სეკიტორები სანიაკუს (სიმბოლური კატეგორია, რომელიც იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს და კომუსუბის ტიტულებს აერთიანებს) ძალიან მიუახლოვდებიან.
იანვრის ბაშოს პირველ დღეს იოკოძუნა ჰაკუჰო კომუსუბის ტიტულის მქონე შოჰოძანს დაეჭიდება, რომელმაც მე-4 იერარქიულ საფეხურს კარიერაში პირველად უწია. ასევე კომუსუბი ტოჩიოძანი იქნება კიდევ ერთი მონღოლი დიდი ჩემპიონის – ჰარუმაფუჯის მოწინააღმდეგეც.
ჰაცუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 27 იანვარს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.154102