ჭადრაკი

16:00 | 14.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამაიას უდანაკარგო სტარტი

საბერძნეთის ქალაქ კამენა ვურლაში სტარტი აიღო  სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს ლეგენდარული ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის (2350) თამადობით.
პირველ ტურში სამივე ქართველმა გამარჯვებას მიაღწია. გაფრინდაშვილმა შავი ფიგურებით გერმანელი ოლგა ლოპატინა (2091) დაამარცხა, სენიორთა პირველობის შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა ნინო მელაშვილმა (2128) თეთრებით ასევე გერმანელ ჰანელორე ჰოოსეს (1750) სძლია, ხოლო სენიორთა შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა თამარ ხმიადაშვილმა (2115) შავებით რუს ლარისა სავოსტინას (1620) აჯობა.
მე-2 ტურში გაფრინდაშვილი მელაშვილს ეთამაშება, ხოლო ხმიადაშვილი – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გალინა სტრუტინსკაიას (რუსეთი, 2325).
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ ტურნირში 39 ქვეყნის წარმომადგენელი 128 მოთამაშე ჩაება, პირველობა კი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად წარიმართება და 25 ნოემბერს დასრულდება.
ისიც ვთქვათ, რომ სენიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი რიგით 23-ეა, ქართველთაგან კი სხვადასხვა დროს ჩემპიონის ტიტული თამარ ხმიადაშვილს (1998, 1999, 2003) და ნონა გაფრინდაშვილს (1995, 2009) მოუპოვებიათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088779