ძიუდო

0:41 | 2.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდო თურქულ შანსს იბრუნებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია წინასწარ გადაწყვეტილებას ცვლის – 30-31 ოქტომბერს, თურქეთში ჩასატარებელ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც გამოვა, თუმც ეს ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ალექსიძისა და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მარიუს ვიზერის სატელეფონო საუბარს ემყარება. ვიზერი ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მონაწილეობას უჭერს მხარს და ადასტურებს, რომ ეს ასე იქნება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია მომავალ შეჯიბრში მონაწილე ქვეყნების შესახებ და 8 ნაკრებს შორის ქართველები ვერ მოხვდნენ. ძიუდოს სათავეში მდგომებმა რატომღაც, მხოლოდ ინდივიდუალური ჩემპიონატების შედეგები გაითვალისწინეს და ამ მაჩვენებელმა მსოფლიოს მოქმედი (2008 წლის) ჩემპიონი – საქართველო განაცხადს მიღმა დატოვა.
ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია საერთაშორისო ვებ-გვერდებზე არ გამოჩენილა და უცნობია, ვის ჩაანაცვლებს საქართველოს ნაკრები. შესაძლოა სულაც, ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალოს და ორგანიზატორებმა მონაწილე ნაკრებთა რაოდენობა გაზარდონ. პირვანდელი ინფორმაციით კი, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონობისთვის საფრანგეთს, თურქეთს, რუსეთს, იაპონიას, ეგვიპტეს, სამხრეთ კორეას, მონღოლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ებრძოლათ.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084574