სხვა

16:06 | 14.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დერბი ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ ქართულ შერკინებაში თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ უვატედაშინაგეთი დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში 3:2 დაწინაურდა.
შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშოს სასტარტო დღეს ორივე ქართველმა სეკიტორმა გამარჯვება იზეიმა, მე-2 დღის შეხვედრების შემდეგ კი, დაუმარცხებლის სტატუსი ტოჩინოშინმა შეინარჩუნა, რომელიც იანვრის ტურნირის აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა. ცნობისთვის, გაგამარუ აღმოსავლეთისვე მე-4 მაეგაშირაა.
გორგაძის დარად 2-2 მოგება კიდევ ათ სუმოისტს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, ოძეკები კოტოოშუ, კოტოშოგიკუ და კისენოსატოც არიან. უკვე თითო წაგება აქვთ ოძეკი კაკურიუს და აწ უკვე სეკივაკეს ტიტულამდე დაქვეითებულ ესტონელი ბარუტოს.
მომდევნო ტურში ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა მასუნოიამა იქნება, რომელთანაც ქართველი გასული წლის ნოემბერში ოშიდაშით დამარცხებულა. მომავალ მოწინააღმდეგესთან უარყოფითი ბალანსი გააჩნია გაგამარუსაც. იგი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან 2:5 მარცხდება.

 

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=nnSi8hIxfx0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161928