ძიუდო

15:15 | 31.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ-რუსული დუელი 90-100 კილოგრამში

მსოფლიოს თასის მეორე დღეს მედლები ოთხ (81, 90, 100 და +100) კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაშდება.
წინასწარი შეხვედრების შემდეგ კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ათ ქართველს აქვს. ყველაზე შედეგიანად 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები გამოვიდნენ.
საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრი ნახევარფინალში გავიდა, იქ კი, ლევან წიკლაურმა და ხვიჩა ხუციშვილმა იმარჯვეს და ფინალის საგზურები გაინაღდეს, ხოლო დავით კარბელაშვილი და იოსებ წელაური რეპეშაჟის ფინალში გადაერთვნენ და ბრინჯაოს მედალს თითო მოგება აშორებთ. კარბელაშვილი აზერბაიჯანელ ტეიმურ რზაზადეს შეხვდება, წელაური -ბერძენ დავიდ ცოკურის.
90 და 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალები ქართულ-რუსული იქნება. 90 კილოგრამში მინდია ბოდაველი კამილ მაგომედოვს დაუპირისპირდება, რევაზ ჩიქოიძე მაგომედ მაგომედოვს, მძიმე წონის გადამწყვეტ შეხვედრაში კი, ოქროს შეხვედრისთვის ადამ ოქრუაშვილის მეტოქე იაპონელი მაშარუ მომოსი იქნება.
საღამოს პროგრამაში მოხვდნენ დავით ლორიაშვილი, ნოდარ მეტრეველი (ორივე 100 კგ.) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ.) სამივე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებს. ლორიაშვილი ფრანგ ჟან დომინიგ ვარდევერენს შეხვდება, მეტრეველი - სომეხ აკოფ არაჩელიანს, ხოლო ხანჯალიაშვილი, იაპონელ დაიკი კამიკავას.
საღამოს ორთაბრძოლები 17:00 საათიდან დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16847