დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ანაკლია მასპინძლობს. ასპარეზობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ჩემპიონატს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ნინო ხურციძისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელ მაია ლომინეიშვილის დუეტი ლიდერობს, რომლებმაც 6,5-6,5 ქულა დააგროვეს.
მე-10 ტურში, გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ხურციძისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, სალომე მელიას შეხვედრა. მეტოქენი ყაიმზე შეთანხმდნენ. ამით ისარგებლა 5,5 ქულის მქონე ლომინეიშვილმა, რომელმაც აუტსაიდერ მერი არაბიძეს მოუგო და ერთპიროვნულ ლიდერ ხურციძეს წამოეწია.
მე-11 ტურში, გამორჩეულ ინტერესს იწვევს შეხვედრა, სადაც ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი ლომინეიშვილი, მელიას ეთამაშება. რაც შეეხება მეორე ლიდერ ხურციძეს, მისი მეტოქე მიქაძეა.
მე-10 ტურის შედეგები: ნინო ხურციძე-სალომე მელია 0,5:0,5; მაია ლომინეიშვილი-მერი არაბიძე 1:0; სოფო ხუხაშვილი-ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5; ნაზი პაიკიძე-მაკა ფურცელაძე 0:1; ნინო ბაციაშვილი-სოფო ნიკოლაძე 0,5:0,5; მარიამ დანელია-ლელა ჯავახიშვილი 0:1;
მირანდა მიქაძე ისვენებდა.
მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი: ნიკოლაძე-დანელია, ფურცელაძე-ბაციაშვილი, ხოტენაშვილი-პაიკიძე, არაბიძე-ხუხაშვილი, მელია-ლომინეიშვილი, მიქაძე-ხურციძე. ჯავახიშვილი ისვენებს.
სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ: I-II ხურციძე (10პარტია-6,5 ქულა), ლომინეიშვილი (9-6,5); III-ხოტენაშვილი (9-6), IV-VI მელია (9-5), ფურცელაძე (9-5), ჯავახიშვილი (10-5), VII-IX ნიკოლაძე (10-4,5), ბაციაშვილი (9-4,5), ხუხაშვილი (9-4,5); X დანელია (9-4), XI-XII პაიკიძე (9-3,5), მიქაძე (9-3,5); XIII-არაბიძე (9-1,5).
როლანდ ლაბუჩიძე







