კალათბურთი

2:58 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პულენი შერმადინის და სანიკიძის წინააღმდეგ

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის “სარაგოსა” კატალონიურ “ბარსელონას” ესტუმრა და 50:73 დამარცხდა. ქართველ კალათბურთელთაგან სასტარტო ხუთეულში შერმადინმა ითამაშა და 21:19 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

მოედანზე 22:01 წუთი გაატარა სანიკიძემ, ვისი მონაგარიც 5 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი იყო. ვიქტორმა 5-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

საინტერესოა, რომ “ბარსელონას” მაისურით 19:08 წუთი ითამაშა ჯეიკობ პულენმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ამერიკელმა უკანახაზელმა 3 ორქულიანი ჩააგდო და 6 ქულას 1 პასი წაამატა.

სარაგოსელებს თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) მოუგროვდათ და ესპანურ ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფებიან. 7 დეკემბერს ქართველთა გუნდი მადრიდულ “ფუენლაბრადას” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117095