ფეხბურთი

12:38 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი სეზონის დასრულების შემდეგ წავა

 

“ბარსელონას” მცველი კარლეს პუიოლი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წავა. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

კატალონური კლუბის კაპიტანმა ეს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე გადაწყვიტა. მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, რაც დიდ წილად ტრავმებითაა განპირობებული. პუიოლი უკვე დიდი ხანია მუხლის ტკივის გამო, მთელი ძალით ვერ თამაშობს. მას ესმის, რომ დიდი დატვირთვების გაძლება უჭირს. გარდა ამისა, “ბარსას” კაპიტანს სხვა საფეხბურთო კულტურის გაცნობაც სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114842