ფეხბურთი

20:04 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი ისევ დაშავდა

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველმა კარლეს პუიოლმა მორიგი ტრავმა მიიღო. 35 წლის ფეხბურთელი ესპანეთის თასზე, “ლევანტეს” წინააღმდეგ გამართულ პირველ მეოთხედფინალურ მატჩში დაშავდა და ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ვარჯიშის განახლებას.

ტრავმის სიმძიმეს სამედიცინო გამოკვლევა გამოაჩენს, რომელიც პუიოლს დღეს უნდა ჩაუტარდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114127