ფეხბურთი

11:22 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს სანიას შეძენა სურს

 

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას ლონდონის “არსენალის” მარჯვენაფლანგელის – ბაკარი სანიას შეძენა სურს. ბრიტანული მედიის ცნობით, პარიზელები ფრანგისთვის სატრანსფერო წინადადებას უკვე ამზადებენ.

საგულისხმოა, რომ სანიას “არსენალთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, ფრანგები მცველის ხელში ჩაგდებას უსასყიდლოდ მოახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ სანიას გადაბირება მილანის “ინტერსა” და “მანჩესტერ სიტისაც” სურთ. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ფრანგმა 31 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115244