ფეხბურთი

13:32 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიას ლუქსემბურგთან რონალდუ და პეპე დააკლდება

 

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები - მცველი პეპე და შემტევი კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ვერ დაეხმარებიან.

ამ ფეხბურთელებმა გუშინდელ შეხვედრაში ყვითელი ბარათები მიიღეს და მომდევნო თამაშებს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ.

გუშინ პორტუგალიელები ისრაელს მასპინძლობდნენ და 85-ე წუთამდე მინიმალური სხვაობით იგებდნენ, მაგრამ მერე გოლი გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ - 1:1. ახლა ისინი ჯგუფის ლიდერ რუსეთს 3 ქულით ჩამორჩებიან და თუ დასკვნით ტურში რუსებმა აზერბაიჯანში გასამართი მატჩი ფრედ მაინც დაასრულეს, პორტუგალიას პლეი ოფში მოუწევს თამაში.

15 ოქტომბერს პორტუგალია ლუქსემბურგს მასპინძლობს და რუსეთის აზერბაიჯანში მარცხის შემთხვევაში, მეტოქის მინიმუმ 7 ბურთით დამარცხება მართებს, რათა ბრაზილიის საგზური პირდაპირ მოიპოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112995