ფეხბურთი

10:34 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთს შოტლანდიასთან გოლი არ ეღირსა

პოლონეთი და შოტლანდია – საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები შესარჩევ ჯგუფში. ვარშავაში გამართულ ამხანაგურ მატჩში, 42000 გულშემატკივრის თვალწინ, ბრიტანელებმა 1:0 სძლიეს ადამ ნავალკას გაწვრთნილ გუნდს. პოლონელებს ჰქონდათ სათამაშო უპირატესობა, რამდენიმე მომენტში სტუმართა მეკარე მარშალმაც კარგად ითამაშა. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი და რობერტ ლევანდოვსკი – პოლონელებს ეს ფეხბურთელები აკლდათ და რა ძალას წარმოადგენენ ისინი, ამაზე აღარ გავაგრძელებთ.   

ერთადერთი გოლი “სელტიკის” ნახევარმცველმა სკოტ ბრაუნმა გაიტანა 77-ე წუთზე: შუკალამ ცუდად გამოიტანა ბურთი და ბრაუნმა 15-16 მეტრიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიამ სულ ორჯერ დაარტყა სტუმართა კარში, როცა პოლონელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ. მილიკს, პეშკოს, ობრანიაკსა და პიშჩეკს მართებდათ გატანა.   

პოლონეთი – შოტლანდია 0:1 (0:0)

პოლონეთი: შჩესნი, პიშჩეკი, შუკალა, გლიკი, ბრჟისკი (კომოროვსკი 90), სობოტა (მასლოვსკი 88), კრიხოვიაკი (იოდლოვიეცი 87), კლიხი (ტეოდორჩიკი 82), ობრანიაკი (რობაკი 74), პეშკო (პოლანსკი 74), მილიკი.

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი (ბერდსლი 66), მარტინი, გრირი, მალგრიუ, ბანანი (რობერტსონი 66), ბრაუნი, მორისონი (დარენ ფლეტჩერი 46), მაკკორმაკი (ადამი 77), ანია (ბურკი), სტივენ ფლეტჩერი (ნეისმითი 46).

გოლი: 0:1 ბრაუნი (77). 

 


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.192937