თამაშგარე

10:50 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლეი-ოფი და ქალბატონი ჰელენა

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მეუღლე, ჰელენა საგერი თავისი ქმრის ერთ-ერთი ყველაზე გულდამწვარი გულშემატკივარი რომაა, ამაში ალბათ ნამდვილად არაფერია გასაკვირი. გასაკვირი ალბათ არც ისაა, რომ ჰელენა ძალიან განიცდის შვედეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა-ვერგასვლის საკითხს.

ზლატანის მეუღლის თქმით, სწორედ ახლა, როდესაც შვედეთის ეროვნულ გუნდს ესოდენ რთული პერიოდი დაუდგა და კრიშტიანუ რონალდუთი დამშვენებული პორტუგალიის ნაკრებთან საპლეიოფო ჭიდილის ჟამია, ყველანაირად ცდილობს, რომ ზლატანს გვერდში დაუდგეს და იქნებ ამ სოლიდარობამ შვედი გოლეადორი კიდევ უფრი უკეთესად აათამაშოს.

”ფეხბურთელის კარიერა სამწუხაროდ არც ისე დიდი ხანი გრძელდება. ამიტომ, აუცილებელია მცირეოდენი გამართლებაც, რომ ფეხბურთელმა წარმატებას მიაღწიოს. ამჟამად ზლატანი მთლიანად შვედეთის ნაკრებზეა გადართული და თუკი შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდება, ეს მისთვის დიდი ტრაგედია იქნება” – განაცხადა ჰელენა სეგერმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165231