ფეხბურთი

18:12 | 15.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

პლეი აუტში მეტი ინტრიგაა

ამინდის მიერ შეტანილი კორექტივების გარეშე ვერც ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის II ტური ჩაივლის. ზესტაფონში კიდევ თოვს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ იმერული დერბი ნამდვილი გაზაფხულისთვის გადადო. სხვა გამონაკლისი არ იქნება - გორელთაგან მეტოქისთვის “მიხეილ მესხზე” მასპინძლობა ამჯერადაც გადაიდო. მოგეხსენებათ, 17 მარტს მორაგბე “ბორჯღალოსნები” რუსეთის ნაკრებს ამ სტადიონზე უნდა დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო მოერიდნენ ორგანიზატორები წინა დღით გაზონის ფეხბურთელთაგან გაფუჭებას.

 
16.03, 15:00. მცხეთა, “მცხეთა პარკი”. 
“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) - “სპარტაკი” (ცხინვალი) (I წრე 1:2, II წრე 0:0)
მსაჯები: ლ. სილაგავა; ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება; ბ. ნინუა. 
უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების უმთავრეს კანდიდატთა მატჩში საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი. თბილისელთა სამწვრთნელო პოსტს მერაბ კოჭლაშვილი სწორედ პლეი აუტის დაწყებამდე დაუბრუნდა და ”ვეტერინარებმა” მისი ხელმძღვანელობით ამ წელიწადში პირველი ოფიციალური გამარჯვება იზეიმეს (”მერცხალთან” 2:0). ”სპარტაკს” რაც შეეხება, იგი ”გურიასთან” 2:0-ზე მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მისთვის არცთუ სასურველ ფრეს (2:2) დასჯერდა. 
გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა სულ 14 მატჩს მოიცავს. 8-ჯერ მოიგო ”ვიტ ჯორჯიამ”, ცხინვალელებმა კი მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვეს (ბურთების შეფარდება 16:7).
 
16.03, 15:00. ოზურგეთი, “მეგობრობა”. 
”მერცხალი” (ოზურგეთი) - ”ჩიხურა” (საჩხერე)
მსაჯები: ო. ხეცაძე; ს. სპიცინი, დ. კვეტენაძე; გ. კიკაჩეიშვილი.
პლეი აუტში ”ჩიხურას” ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩის თამაში უწევს. აქ უნდა გამოჩნდეს, რამდენად სერიოზულია სოსო ფრუიძის გაწვრთნილთა საუმაღლესლიგო ამბიციები. მოგეხსენებათ, ზემოიმერლებს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის ყველა ფინანსური და ინფრასტრუქტურული წინა პირობა აქვთ შექმნილი - მთავარია, საგზური მოიპოვონ. 12 მარტს ბოლნისში განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ, ”ჩიხურა” ურეკში დაბანაკდა და ოზურგეთში მატჩისთვის იქ ემზადებოდა. 
პირველი ტურის მატჩი წააგო ”მერცხალმაც”, რომლისთვის პლეი აუტის ეტაპზე გასვლა ალბათ სეზონის წინ დასახული პროგრამა მაქსიმუმი იყო. ხარიტონ ჩხატარაშვილის გაწვრთნილმა გურულებმა, დათოვლილ ”მცხეთა პარკზე” გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს ქვეყნის 2-გზის ჩემპიონ ”ვიტ ჯორჯიას”, თუმცა მეორე ტაიმში მაინც ”გატყდნენ” და საბოლოოდ 0:2 წააგეს.    
 
16.03, 15:00. ბათუმი, “ადელი”. 
“დინამო” (ბათუმი) - “სიონი” (ბოლნისი)
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი; ი. მაჩიტიძე, ი. კაკაბაძე; გ. დოგრაშვილი.
უმაღლეს ლიგაში დაბრუნების ამბიცია აქვთ ბათუმელებსაც. ზღვისპირელებმა, პირველ ტურში ”გაგრასთან” სტუმრად წაგების (0:2) შემდეგ, უნდა დაამტკიცონ, რომ მათი ამბიციები და შესაძლებლობები ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში არიან. საამისოდ ”დინამოს” შესაფერისი მეტოქე ჰყავს - უმაღლეს ლიგაში 17 სეზონის განმავლობაში უწყვეტად თამაშის სტაჟის მქონე ბოლნისის ”სიონი”.
 
16.03, 15:00. ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”. 
“გურია” (ლანჩხუთი) - “გაგრა”
მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი; ა. კოკაია, დ. კურტანიძე; ჯ. ბუიშვილი.
დიდ ინტერესს იწვევს პირველ ტურში წარმატებულად ნათამაშები გუნდების დაპირისპირება. ”გურიამ” ცხინვალის ”სპარტაკთან” ”მშრალზე” წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ გათანაბრება (2:2) შეძლო, ”გაგრამ” კი ბათუმის ”დინამოსთან” მატჩში მოპოვებული უპირატესობა მხოლოდ 2 გატანილ გოლში ასახა - 2:0.
 
1 სიონი 1 1 0 0 3:1 3
2 გაგრა 1 1 0 0 2:0 3
3 ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 2:0 3
4 გურია 1 0 1 0 2:2 1
5 სპარტაკი 1 0 1 0 2:2 1
6 ჩიხურა 1 0 0 1 1:3 0
7 დინამო (ბთ) 1 0 0 1 0:2 0
8 მერცხალი 1 0 0 1 0:2 0
 
2 წრის შემდეგ, I-IV ადგილზე გასული გუნდები უმაღლეს ლიგის საგზურს მოიპოვებენ, დანარჩენები კი XXIV ეროვნულ ჩემპიონატში პირველ ლიგაში იასპარეზებენ. 
 
16.03, 15:00. ფოთი, “ფაზისი”. 
”კოლხეთი” (ფოთი) - ”ბაია” (ზუგდიდი) (0:2, 0:0)
მსაჯები: ჯ. ხორავა; მ. ელიკაშვილი, კ. ტეფნაძე; ი. ურუშაძე.
ადგილობრივი მნიშვნელობის ამ დაპირისპირებას პრაქტიკულად არავითარი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრით, გუნდებმა საამსეზონო მაქსიმუმი შეასრულეს და არა გვგონია, რომელიმე მათგანმა პირველ ოთხეულში გასვლა შეძლოს.
სულ ზუგდიდური გუნდებისა (ამ ქალაქს უმაღლეს ლიგაში “ოდიშიც” წარმოადგენდა, “დინამოც”, “მგლებიც” და “ბაიაც”) და ფოთის “კოლხეთის” მონაწილეობით, ეროვნულ ჩემპიონატზე 25 მატჩია გამართული, რომელთაგან 14-ჯერ ფოთელებმა მოიგეს, ზუგდიდელებმა კი - 6-ჯერ. ზღვისპირელები მეტოქეს გატანილ-გაშვებული გოლების ბალანსითაც სჯობნიან - 45:26.
 
16.03, 15:00. თბილისი, ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი “ბასა”. 
“დილა” (გორი) - “მეტალურგი” (რუსთავი) (1:3, 3:1)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია; ლ. თოდრია, ლ. მიქელაძე; თ. გვანცელაძე.
თუ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას გადავხედავთ, წყვილის ფავორიტი “მეტალურგია”. რეალურად, სწორედ ამ გუნდისთვის აქვს 3 ქულას სატურნირო მნიშვნელობა; “დილა” კი, რომელიც მინიმუმ თასის ფინალში გასვლაზე აკეთებს საამსეზონოდ აქცენტს, ალბათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ასპარეზობებისთვის დაზოგავს რესურსს.
რუსთაველთა გუნდისთვის “ოლიმპის” დარქმევის (2006) შემდეგ, მეტოქეები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. ქვემოქართლელებმა 4 მატჩი მოიგეს, ერთხელ კი შიდაქართლელებმა იმარჯვეს. გატანილ-გაშვებული ბურთების ბალანსიც რუსთავური გუნდის მხარესაა - 12:6.
 
16.03, 18:00. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”. 
“დინამო” (თბილისი) - “მერანი” (მარტვილი) (2:1, 1:2)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი; გ. ჩიგოგიძე, ზ. ფიფია; ხ. გაგნიძე. 
ეს მატჩი მარტვილში უნდა გამართულიყო, მაგრამ ”მერანის” საფეხბურთო არენაზე თოვლის საფარის გამო, მხარეები მის დედაქალაქში გადმოტანაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, მე-2 წრის დაპირისპირება სამეგრელოში გაიმართება.
ამ მატჩის მოგებას თბილისელთათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ”დინამო” გასული წლის ბოლო ოფიცალურ მატჩში განცდილი მარცხისთვის (1:2) სარევანშოდაა განწყობილი. ამავე დროს, ”ზესტაფონთან” საჩემპიონო დაპირისპირებაში მყოფი 13-გზის ჩემპიონისთვის, ქულების დაკარგვა მეტოქისთვის მიზნის მიღწევის გაიოლებას ნიშნავს.
ბოლოს, ერთი სიახლის შესახებ, რომელიც მალე თბილისის ”დინამოს” საშინაო მატჩებისას ჩვეულებრივი ამბავი გახდება: ”დინამო არენას” სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე სამატჩო პროგრამებიც გაიყიდება. აქვე, დაინტერესებული მკითხველი, ცნობილი სტატისტიკოსის რევაზ შენგელიას გამოცემულ ”ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნის” მე-18 ნომერსაც შეიძენს.  
 
“ზესტაფონი” - “ტორპედო” (ქუთაისი) გადაიდო
 
 
1 ზესტაფონი 15 10 3 2 28:12 33
2 მეტალურგი 15 8 2 5 22:19 26
3 ტორპედო 14 7 3 4 17:12 24
4 დინამო 14 7 2 5 27:20 23
5 ბაია 15 4 4 7 11:18 16
6 დილა 14 4 3 7 16:17 15
7 მერანი 14 4 1 9 12:22 13
8 კოლხეთი 15 2 6 7 8:20 12
  
 
შენიშვნები
სფფ-ს რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
 
ბომბარდირები
13 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი) (2 პენ.);
10 - ჩისკო (დინამო);
9 - დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) (1 პენ.);
7 - რევაზ გოცირიძე (ტორპედო); 
6 - შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი), გიორგი მანწკავა (მერანი), მუნინი ტაპე (მერანი), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) (1 პენ.);
5 - ალვარო (დინამო), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი), გიორგი დათუნაიშვილი (ტორპედო), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), ირაკლი მოდებაძე (მეტალურგი), ლევან შარიქაძე (გაგრა, ზესტაფონი), კოტო (დინამო) (1 პენ.), დათა ციცხვაია (კოლხეთი) (1 პენ.);
4 - ელგუჯა გრიგალაშვილი (მერანი), ლუკა გუგუჩია (ბაია, ზესტაფონი), გრიგოლ დოლიძე (ტორპედო), თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო), დავით რაჟამაშვილი (დილა, ზესტაფონი), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), რევაზ ჯიქია (სპარტაკი, დილა), გიორგი მერებაშვილი (დინამო) (2 პენ.).
 
ფრიდონ კერვალიშვილი
 
 
 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09152