ფეხბურთი

18:07 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პიშჩეკი: “ნულოვანი ფრე გვაწყობს”

გერმანული “დორტმუნდის” მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “რეალთან” გასამართი მატჩის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მის გუნდს მადრიდელებთან ნულოვანი ფრეც აწყობთ. ხვალინდელ შეხვედრაში, პოლონელ ფეხბურთელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რადგან მას კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაში მოუწევს. სანამ ამ ფეხბურთელთა დაპირისპირება გაიმართება, პიშჩეკი პორტუგალიელს აქებს.

“რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაში იოლი არ იქნება. ასეთი დონის ფეხბურთელებს არაერთი პლიუსი აქვთ და მათ ნებისმიერი მოთამაშის გაოცება შეუძლიათ.

როდესაც “რეალს” ბურთი ექნება, თავს მთელი გუნდით დავიცავთ. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა. დამერწმუნეთ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

რა თქმა უნდა, პირველი თამაშის მოგება გვინდა, მაგრამ ნულოვანი ფრეც გვაწყობს. “მალაგასთან” დაპირისპირებამ დაგვარწმუნა, რომ ნულოვანი ფრის შემდეგ, საკუთარ კედლებში თამაში ძალიან რთულია.” – აცხადებს ლუკაშ პიშჩეკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112661