თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველმა ლიგის გათამაშებამ. სადაც უმაღლესი ლიგის 5 საგზურისთვის 57 მოჭადრაკე 23 დეკემბრამდე იბრძოლებს. ტურნირზე ჯერ მხოლოდ საწყისი ტურის პარტიები გაიმართა, ამდენადმ, ლიდერებზე საუბარი ნაადრევია, სამაგიეროდ, იმ ათი მოჭადრაკის ვინაობას გაგაცნობთ, რომელთაც ჩემპიონატზე საუკეთესო რეიტინგები გააჩნიათ: გაიოზ ნიგალიძე (2465), გიგა ყუფარაძე (2448), შოთა აზალაძე (2410), ნიკოლოზ შავთვალაძე (2409), ლევან ბრეგაძე (2397), ზურაბ ჯავახაძე (2395), ბაჩანა მორჩიაშვილი (2383), ივერი ჭიღლაძე (2382), ჯამბულ მახარაძე (2367), დავით ლომსაძე (2340).







