ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი ბელგიის ქალაქ ტესენდერლოში დაწყებულ ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, პირველივე რაუნდში გამოეთიშა. მე-8 ნომრად განთესილი ჩახნაშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ მატია-ტერესა ტორო-ფლოროს დაუპირისპირდა და 5:7, 3:6 წააგო.
აშშ-ში, კერძოდ კი, ჯეკსონის 25-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში “უაილდ ქარდით” მიწვეულ ამერიკელ ალექსანდრა მუელერს გაეჯიბრება სოფო შაფათავა. წყვილებში ქართველმა ჩოგბურთელმა და უკრაინელმა ალიონა სოტნიკოვამ ვენესუელელი პერესი და ბრაზილიელი ვაისემბერგი 6:2, 2:6, 10:5 დამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
კლეოპატრა ქარუმაშვილი, რომელიც თურქეთში, ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში ირჯებოდა, მე-3 განთესვის მქონე პოლონელ ნატალია კოლატთან 2:6, 1:6 დამარცხდა.







