ჭადრაკი

13:54 | 14.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ყაიმი კანადაში

ქართველმა მოჭადრაკე მერაბ გაგუნაშვილმა (რეიტინგი 2596) ტორონტოში მიმდინარე კანადის ღია პირველობის მე-4 ტურში პირველი ყაიმი ითამაშა და 3.5 ქულით 213 მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
გაგუნაშვილმა ზავი ლიტველ ედუარდას როზენტალისთან (2631) გააფორმა, რომელსაც ასევე 3.5 ქულა მოუგროვდა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 პოზიციაზე დამკვიდრდა.
ერთადერთი მოჭადრაკე, რომელსაც ზედიზედ ოთხი პარტია აქვს მოგებული, ბრიტანელი ლუკ მაკშეინია (2624).
ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 15 ქვეყნის წარმომადგენლები ირჯებიან. საპრიზო ფონდი 32 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს 6 500 ერგება.
მე-5 ტურში გაგუნაშვილი შავი ფიგურებით ინდოელ ვინი პურის (2326) ეთამაშება, რომელიც 3.5 ქულით მეთერთმეტეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096826