ფეხბურთი

16:19 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგის ამბები

ზაფხულის ბოლო დღეს ფეხბურთის საყურებლად წავედი. სან-ზონაში, გურამიშვილის მეტროს რომ გაცდები, გრძელი კიბეები გამოჩნდება, კიბეებს სტადიონისკენ მივყავართ, პატარა სტადიონისკენ, რომელსაც ძველ დროში “სიხარული” ერქვა, ახლა კი სპორტ-კომპლექს “შატილის” სახელითაა ცნობილი.

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი საშინაო შეხვედრას სამხრეთ ამერიკელებით გაძლიერებულ “ჭიათურასთან” ატარებდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორი ბრაზილიელი ლეგიონერი იყო. ვალისონი, რომელიც ერთ დროს ურუგვაის კლუბში, მონტევიდეოს “უონდერერსში” ირიცხებოდა და ლინკოლნი, რომელსაც ბრაზილიის დაბალი ლიგის კლუბთა მაისური მოურგია.

მასპინძელთა კარს უმაღლეს ლიგა გამოვლილი ანდრე ნონოსი იცავდა. კარგად შეეჩვია ქართულ გარემოს კამერუნელი მეკარე, რომელსაც 2009 წლიდან მოყოლებული ცხინვალის “სპარტაკის,” “ნორჩი დინამოელისა” და “სასკოს” მაისური მოურგია, ხოლო მიმდინარე სეზონი ნონოსმა სტუდენტთა გუნდში დაიწყო. ნონოსის თანაგუნდელია გამბიელი სეიკო ჯოოფი, თუმცა საქართველოში ჩამოსვლამდე რა გზა გაიარა უცნობია.

თამაში მოსაწყენი საყურებელი არ იყო, ხუთი გოლის გარდა, საგოლე მომენტებიც ვიხილეთ, თუმცა ხშირი იყო ტექნიკური წუნი. ამ თვალსაზრისით საკმაო განსხვავებაა უმაღლესი ლიგასა და პირველ ლიგას შორის.

აქტიური იყო სტუდენტთა 27 ნომერი ავთანდილ ბაგაშვილი. 25 წლის შემტევმა მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმო დარტყმიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა და სტადიონზე შეკრებილთა ოვაციაც დაიმსახურა. გულშემატკივარი კი მართლა ძალიან ცოტა იყო. კლუბთა წარმომადგენლებისა და ფეხბურთელთა ოჯახის წევრთა რაოდენობა ასამდე თუ აღწევდა.

სტუმართაგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თორნიკე მოსიაშვილმა. “ამერის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა, 2011 წელს “გაგრასთან” ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა, იცავდა “გურიას,” ფოთის “კოლხეთისა” და “სამტრედიას” ღირსებას. უმაღლეს ლიგაში თამაშის შემდეგ ბოლო წლებში პირველ ლიგას გაუშინაურდა.

პირველი ლიგა უმაღლესისგან განსხვავდება, თუმცა აქ თამაშობენ უმაღლეს ლიგა გამოვლილნი, უცხოეთში თამაშის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულნი და სხვა ქვეყნის შვილებიც, აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან გეზი ევროპა-აზიის საზღვრისკენ რომ აუღიათ.

ანალოგიური რამის თქმა შეიძლება მწვრთნელებზე. მართალია, ჯერ უცხოელ მწვრთნელებს ვერ ვხდებით, თუმცა გამოცდილები შეინიშნებიან. ჭიათურის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხვიჩა ქასრაშვილი მუშაობს, რომელსაც უმაღლეს ლიგაში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს.

ჩემპიონატში მეორე ტური მიილია და გამორჩეულ ფეხბურთელთა გამოყოფაც შეგვიძლია. 2 ტურში 3 გოლი გაიტანა ნიგერიელმა მარტინს ნვანკვომ და “ბორჯომს” მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. ასევე ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს დინამო-2-ის ფორვარდი ვაჟა მათიაშვილი, რომელმაც “მეშატხესთან” შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. “სქურთან” შეხვედრაში დუბლი გაახერხა “ზესტაფონიდან” დაბრუნებულმა ჯონი ჯერემიამ.

მოგებებით დაიწყო სეზონი ვასილ მაისურაძისა და გიორგი დევდარიანის გუნდმაც. თბილისის “ლოკომოტივმა” მამია გავაშელიშვილისა და ჯემალ კენჭაშვილის გოლებით საკუთარ ბაზაზე წყალტუბოს “სამგურალს” მინიმალური სხვაობით აჯობა. წყალტუბოელებმა მასპინძელთა სამ გოლს მხოლოდ ორით უპასუხეს და ქულის გარეშე დარჩნენ. აღსანიშნავია რომ “სამგურალის” სათადარიგო სკამიდან ჩაერთო თამაშში ერთ დროს საკმაოდ პერსპექტიული ვახტანგ ფანცხავა. “ლემანის,” “დიორ ეტოსა” და “დინამო თბილისის” ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერაში დაღმასვლა განიცადა. წყალტუბოელთა მაისურით გამოდის გასულ სეზონში “ზესტაფონის” ყოფილი ფეხბურთელი ბექა კაკუშაძე.

თავისი გოლი გაიტანა ოზურგეთის “მერცხალის” ლიდერმა ნიკოლოზ ხინთიბიძემ. Mმატჩის დამატებულ წუთებზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ქულა მოუტანა გურულთა კლუბს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ოთხივე გოლი თერთმეტმეტრიანით გავიდა. “საპოვნელას” რიგებიდან დუბლი შეასრულა 24 წლის ალექსანდრე ლაბაძემ, ხოლო 39 წლის მიხეილ ქობულაძემ თანაგუნდელ ხინთიბიძეს აუბა მხარი.

ბრწყინვალედ თამაშობს “ლაზიკას” 20 წლის ფორვარდი გიორგი ბულია. “მაჭახელსთან” გასვლით თამაშში მის ანგარიშზე სამი გატანილი გოლია.

გამოცდილი ფეხბურთელები შეკრიბა “სასკომ:” ედიკ საჯაია, ჯაბა ბერიანიძე, დავით რაჟამაშვილი, გიორგი ქუცურუა, დავით დიღმელაშვილი, გიორგი მანწკავა, შოთა ჯიქია, თორნიკე სტეფნიაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი და სხვები, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის თენგიზ სულაქველიძის შვილია.

 

სტუ – ჭიათურა 3:2 (2:1)

31 აგვისტო. თბილისი. “სპორტ-კომპლექსი შატილი”. 100

სტუ: ნონოსი, ლევან თვალავაძე, ჭავჭავაძე (გოგატიშვილი 18), ქიმერიძე, მიქაუტაძე (რობაქიძე 72), ჯიშკარიანი (გიორგი თვალავაძე 85), გაგნიძე, ჯიქიძე (უდუმაშვილი 94), ბაგაშვილი, ჩუბინიძე, ჯოოფი (შენგელიძე 62)

მწვრთნელი: გოჩა ჟორჟოლიანი

ჭიათურა: ხაჭაპურიძე, გაფრინდაშვილი (ბადურაშვილი 46), ცუცქირიძე,  გაფრინდაშვილი, ლობჟანიძე, მოსიაშვილი (მაისურაძე 68), შუბითიძე (ჯობინაშვილი 46), ლინკოლნი (კუჭაშვილი 70), ხაჭიპერაძე (ბარბაქაძე 70), სევასტოპულო, ვალისონი

მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი

გოლები: 1:0 ჯიშკარიანი (10), 1:1 ლინკოლნი (30), 2:1 მიქაუტაძე (36), 3:1 ბაგაშვილი (59), 3:2 ლობჟანიძე (87)

მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე

გაფრთხილება: მოსიაშვილი (61), ნონოსი (66), სევასტოპულო (70), თვალავაძე (90), ჩუბინიძე (90+2)

 

ლოკომოტივი – სამგურალი 3:2 (1:1)

31 აგვისტო. შაგურამო. საგურამოს საფეხბურთო კომპლექსი. 100

ლოკომოტივი: კუხალაშვილი (გუჯაბიძე 61), მიქავა, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ჩიტეიშვილი, გურეშიძე (გაბაძე 76), კანჭაშვილი, ლუკავა ( მაკასარაშვილი 92), დუმბაძე, გავაშელიშვილი, ღვინაშვილი (პატარკაციშვილი 86)

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

სამგურალი: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ჯანაშია, ბანძელაძე (საღინაძე 53), მეტონიძე (შალამბერიძე 72), ბრეგვაძე (ჩინჩალაძე 81), ხვადაგიანი, კუხალაშვილი (ფანცხავა 57), თევდორაძე, კაკუშაძე

მწვრთნელი: გიორგი გოგიაშვილი

გოლები: 1:0 გავაშელიშვილი (6), 1:1 ბრეგვაძე (თერთმეტმეტრიანი, 45+1), 2:1 კანჭაშვილი (48), 2:2 ხვადაგიანი (52), 3:2 გავაშელიშვილი (თერთმეტმეტრიანი, 58)

მსაჯი: მამუკა ურუშაძე

გაფრთხილება: მეტონიძე (54), ხვადაგიანი (62), კაკუშაძე (67), საღინაძე (83),  ჩიტეიშვილი (85)

 

ჩხერიმელა – სასკო 0:0

31 აგვისტო. ჩხერიმელა.“სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონი”. 200

ჩხერიმელა: ძაძამია, გვეტაძე, ხელაძე, ლურსმანაშვილი, ჩუკვურა, ტორაძე, ბაბუნაშვილი, გაბრიჭიძე (გიორგობიანი 77), ჩიხლაძე (სულაძე 92), ტუხაშვილი, მაჭავარიანი (კიკნაძე 85)

მწვრთნელი: გიორგი შავგულიძე

სასკო: სარალიძე, შერმადინი, წამალაშვილი, გაგნიძე, ხუბუა, ქუცურუა, ძამსაშვილი, რაჟამაშვილი, დიასამიძე (მანწკავა 40), მოგელაძე, წინამძღვრიშვილი (ლორენცო ლარკი 83)

მწვრთნელი: თენგიზ სულაქველიძე (უმცროსი)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

გაფრთხილება: გვეტაძე (41), მანწკავა (50), ტუხაშვილი (84)

გაძევება: მანწკავა (90+4)

 

მაჭახელა – ლაზიკა 1:5 (0:2)

31 აგვისტო. ხელვაჩაური. ჩენტრალური სტადიონი. 200

მაჭახელა: ხარშილაძე, დემურაძე (ქურდობაძე 58), რამიშვილი, ჟვანია, ფალავანდიშვილი, ხოხონიშვილი, მამულაძე (ფუტკარაძე 63), ანანიძე, ლორია (ქორიძე 77), ბოხუა (სირაბიძე 46), ბუხაიძე

მწვრთნელი: ამირან გოგიტიძე

ლაზიკა: მაქაცარია, ტყებუჩავა, ხუხია, ჭითანავა, კუტალია (ბულია 70), ჩხაიძე (შონია 46), სამსეიშვილი, ლომაია (დემიანოსი 56), ჭკადუა (კვარაცხელია 75), ბულია (კუტალია 70), გაგუნი

მწვრთნელი: გიორგი თურმანიძე

გოლები: 0:1, 0:2, 0:2 ბულია (15, 34, 62), 0:4 კუტალია (73), 0:5 კვარაცხელია (80), 1:5 სირაბიძე (82)

მსაჯი: დავით სანოძე

გაფრთხილება: ბოხუა (26), ფალავანდიშვილი (29), ლორია (41), კუტალია (41), ხოხონიშვილი (76)


მერცხალი-საპოვნელა 2:2 (1:1)

1 სექტემბერი. ოზურგეთი. “მუნიციპალური ცენტრალური სტადიონი.”

მერცხალი: კეკელიძე, ქობულაძე (მექვაბიშვილი 34), ხურციძე, აფხაზავა, ჭკუასელი, მაჭავარიანი, ბაქრაძე (კალაჯიშვილი 46), გიორგი მალაზონია, კაშია, ერეკლე მალაზონია (ჩიგოგიძე 28), ხინთიბიძე

მწვრთნელი: ხარიტონ ჩხატარაშვილი

საპოვნელა: გიორგაძე, ბერუაშვილი, ჩხიკვაძე, იობაშვილი, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ფურთუხია, მურადაშვილი (დარსაველიძე 77), კენჭოშვილი (შუღლაძე 46), სულაბერიძე (ცქიფურიშვილი 60), ლაბაძე ( კუბლაშვილი 94)

მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გოლები: 1:0 ქობულაძე (თერთმეტმეტრიანი 3), 1:1 ლაბაძე (თერთმეტმეტრიანი 10), 1:2 ლაბაძე (თერთმეტმეტრიანი 50), 2:2 ხინთიბიძე (თერთმეტმეტრიანი 90+5)

მსაჯი: ზვიად ასკაროღლი

გაფრთხილება: იობაშვილი (2), ხურციძე (9), მაჭავარიანი (27), მექვაბიშვილი (50), მალაზონია (54), ცქიფურიშვილი (86)

გაძევება: იობაშვილი (36)

 

ხობის კოლხეთი – ბორჯომი 1:2 (0:0)

1 სექტემბერი. ხობი. ცენტრალური სტადიონი. 400

ხობის კოლხეთი: გელაშვილი, გიორგი გოგენია, ფიფია, ლომაია (გაბრავა 75), ბუკია, ფირცხელავა (ლევან გოგენია 72), მეფიშვილი, პაჭკორია, კალანდარიშვილი (ხაშიბაძე 75), გერგაია, ბაკურაძე (ჭანტურიძე 88)

მწვრთნელი: კალისტრატე ხურცილავა

ბორჯომი: გოგიაშვილი, ვეკუა, ხითარიშვილი, კოკოზაშვილი, ფირცხალავა (როსტობაია 87), კაკულია (ქობესაშვილი 64), თედიაშვილი, გიორგაშვილი, ჭანკოტაძე, ბერიძე (კვარაცხელია 68), მარტინს ნვანკვო

მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

გოლები: 0:1 ვეკუა (თერთმეტმეტრიანი 90+2), 0:2 მარტინს ნვანკვო (90+5)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

გაფრთხილება: ბერიძე (58), თედიაშვილი (65), გოგენია (74), მეფიშვილი (83)

გაძევება: თედიაშვილი (85)

 

ალგეთი – ბეთლემი 0:0

1 სექტემბერი. თბილისი. სტადიონი ტორპედო-ავაზა

ალგეთი: ძიძიგური, კურულაშვილი, ჭოველიძე, ანიგბო, კობერიძე, დვალი, ლაბუჩიძე, მაგლოირე ტელა, სვანიძე, ქარდავა, ოსეფაშვილი

მწვრთნელი: გოჩა ტოროშელიძე

ბეთლემი: მაქაცარია, ხარებავა, სულხან კახიძე, ხიდეშელი, კუნჭულია, ფარტენაძე, დარჩიძე, ერქომაიშვილი, კახიანი, ბექა კახიძე, ცენტერაძე

ცვლილებაზე გამოვიდა: ლევან ქანთარია

მწვრთნელი: ავთანდილ კუნჭულია

მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი

გაფრთხილება: ერქომაიშვილი (90+1), ქანთარია (90+3)

 

სქური – გაგრა 2:5 (0:3)

1 სექტემბერი. ჭალენჯიხა. ალექსანდრე კვარაცხელიას სახელობის სტადიონი

სქური: ბანძავა, რაფავა, ქურუა, მიკენაია, შელია, მორგოშია (ფიფია 63), სალია (ქარდავა 82), სვანიძე (გაბუნია 46), სართანია, ჯოლოხავა (ლოლუა 56), ჭითანავა (ბოჯგუა 46)

მწვრთნელი: გიორგი ციკოლია

გაგრა: დობორჯგინიძე, ხარაბაძე, ბიწკინაშვილი, გურეშიძე, ჯგერენაია, გადრანი, ნოზაძე, ცაცკრიალაშვილი, ზაქრაძე, ჯერემია, ცოცხალაშვილი

ცვლილებაზე გამოვიდა: გოგიტა გოგატიშვილი, პაატა ჭანტურია

მწვრთნელი: თენგიზ სიჭინავა

გოლები: 0:1 ჯერემია (20), 0:2 ნოზაძე (24), 0:3 ცაცკრიალაშვილი (30),  0:4 ჯერემია (50), 1:4 რაფავა (58), 2:4 ფიფია (69), 2:5 ჭანტურია (90+2)

მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი

გაფრთხილება: ნოზაძე (8), შელია (9), ქურუა (53), გოგატიშვილი (65), მიკენაია (83)

 

დინამო-2 – მეშახტე 5:1 (2:1)

1 სექტემბერი. თბილისი. ვ. დარასელიას სახელობის აკადემია

დინამო-2: ტყეშელაშვილი, სამხარაძე, ქაჯაია, ნოზაძე, სარჯველაძე (ფირცხალავა 87), სარიშვილი (კობოური 87), ლაშხია (მაკასარაშვილი 64), კიკავა, მათიაშვილი, სამუშია (გოგოლიძე 59), ციცხვაია (მარაქველიძე 84)

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

მეშახტე: გორდეზიანი, გვენეტაძე (შარვაძე 76), ბაქრაძე, ჩხარტიშვილი, გოგიჩაძე, შავგულიძე, გოდერიძე, კასრაშვილი, ბაკარანძე, ჩხეტიანი (კაპანაძე 48), ცნობილაძე (ჩუბინიძე 88)

მწვრთნელი: დავით რუხაძე

გოლები: 0:1 ბაკარანძე (28), 1:1, 2:1, 3:1 მათიაშვილი (32, 36, 49), 4:1 ლაშხია (54), 5:1 კიკავა (82)

მსაჯი: ლევან კვარაცხელია

გაფრთხილება: ჩხარტიშვილი (26), ტყეშელაშვილი (66)

 

დიმა შარიქაძე

ლაზიკა   3 - 1    სასკო

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   2 - 0    ს.ტ.უ.

შემადგენლობა

მოვლენები

სამგურალი   1 - 0    მაჭახელა

შემადგენლობა

მოვლენები

ლოკომოტივი   8 - 0    ადელი ბათუმი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩხერიმელა   1 - 2    ჭიათურა

შემადგენლობა

მოვლენები

ბორჯომი   0 - 3    მეშახტე

შემადგენლობა

მოვლენები

ბეთლემი   0 - 1    მერცხალი

შემადგენლობა

მოვლენები

გაგრა   2 - 1    კოლხეთი ხობი

შემადგენლობა

მოვლენები

სქური   1 - 0    ზოოვეტი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო II   0 - 3    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.274063