ჭადრაკი

22:02 | 23.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგიდან ექვსი საუკეთესო შეირჩა

ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასხლეში დასრულდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 70-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირი, რომელმაც 2011 წლის ეროვნული ჩემპიონატის 6 მონაწილე დაასახელა.
ესენი არიან: 1-2. მალხაზ სულაშვილი, ლუკა პაიჭაძე (7-7 ქულა), 3-4. შოთა აზალაძე, ბაჩანა მორჩიაშვილი (6,5-6,5), 5-6. დავით ზარქუა, გიგა ყუფარაძე (6-6).
აღსანიშნავია, რომ ბოლო, მე-9 ტურში, ეროვნული ჩემპიონატის საგზურის მფლობელი ექვსივე მოჭადრაკე ერთმანეთში არკვევდა ურთიერთობას.
გთვაზობთ მე-9 ტურის ტექნიკურ შედეგებს ლიდერთა მონაწილეობით: მალხაზ სულაშვილი  (6,5) – ბაჩანა მორჩიაშვილი (6) 0,5:0,5; ლუკა პაიჭაძე (6) – შოთა აზალაძე (6,5) 1:0; დავით ზარქუა (5,5) – გიგა ყუფარაძე (5,5) 0,5:0,5
შეგახსენებთ, რომ ვაჟ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი თბილისში, 2011 წლის 11, ან 12 იანვარს, ოლიმპიური (ნოკაუტ) სისტემით ჩატარდება და მასში 16 მოჭადრაკე იასპარეზებს. ზემოაღნიშნულ ექვსეულთან ერთად, ტურნიორში უკონკურსოდ დაიშვება ის 10 მოჭადრაკე, რომლებსაც რეიტინგი 2500 და მეტი ექნებათ. ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის უკონკურსოდ მონაწილე მოჭადრაკეთა ვინაობა ხვალ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის აღმასკომის შემდეგ გახდება ცნობილი.
როლანდ ლაბუჩიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096372