ფეხბურთი

22:22 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: ბათუმელები ცხრილის თავში არიან

დღეს "ბენდელაზე" "საბურთალომ" ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ეს იყო პირველი ლიგს B ზონის მატჩი. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გავიდა - თავი ამირან აბუსელიძემ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ მატჩი 8 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა გარკვეული მიზეზის გამო თამაში დღეს ჩატარდა.

აჭარელთა შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლებზეც უმაღლესი ლიგის გუნდებიც არ იტყოდნენ უარს.

დღევანდელი შეხვედრა "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ტრადიციულად 4-3-3 განლაგებით დაიწყო - კარებში კუპატაძე იდგა, დაცვის ცენტრში კაკიაშვილი და ტაბიძე ირჯებოდნენ, ფლანგებზე კი თევზაძე და ბარამიძე მოქმედებდნენ. ნახევარდაცვის რგოლი მამუჩიშვილს, ლორენცოსა და ხარაიშვილს ებარათ, წინა ხაზში გოცირიძეს უკნიდან წივილაშვილი და ალენი ეხმარებოდნენ. პირველ ტაიმში საბურთალოელები შებოჭილები ჩანდნენ, მეტოქის ნახევარზე გადასვლა და ბურთის კონტროლი უჭირდათ, თუმცა ეს ყოველივე მეორე ტაიმში გამოსწორდა და გუნდმა უფრო მეტი გამბედაობით დაიწყო თამაში.

თუმცა მანამდე იყო პირველი ნახევარი, რომელშიც ძირითადად სტუმრები დომინირიბდნენ. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრაში, როგორც ერთ, ასევე მეორე კართან, გუნდები რამდენჯერმე ძელმა იხსნა, ბურთი ერთი-ორჯერ ხარიხასაც მოხვდა.

მატჩის დებიუტში სტუმარი ჩირიკაშვილის სტანდარტულის შემდეგ ჭაბუკი საბურთალოელები გადარჩნენ, ბურთი ძელს მოხვდა. ტაიმის შუაში კი თევდორაძის დარტყმის შემდეგ ძელმა ისევ გადაარჩინა “საბურთალო”, თუმცა იქიდან გადმოვარდნილ ბურთზე ყველას აბუსელიძემ დაასწრო და თავისიანები დააწინაურა. საწყის 45 წუთში მასპინძელთაგან დასამახსოვრებელი გიორგი წივილაშვილის შორი მანძილიდან გასროლილი იყო - ამჯერად ხარიხამ ზღვისპირელები გადაარჩინა.

მეორე ნახევარში თემურ შალამბერიძემ ცვლილებებს მიმართა და გუნდმა აქტიურად დაიწყო თამაში. 55-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, გიორგი ხარაიშვილის სტანდარტის შემდეგ, ბურთი კვლავ ძელს მოხვდა. მალევე სტუმრებს გოლის გატანის რეალური ეპიზოდი შეექმნათ, მაგრამ ტეტუნაშვილის თავურის შემდეგ, ჯერ მეკარე კუპატაძემ გადაარჩინა თავისიანები, როდესაც სწრაფი რეაგირება გამოავლინა და რთულად ასაღები ბურთი მოიგერია, შემდეგ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.

მეორე ნახევარში აჭარლებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე უფრო მეტი იზრუნეს, ვიდრე გოლის გატანაზე და კინაღამ დაისაჯნენ კიდეც - გოლის გატანისა და ანგარიშის გათანაბრების შანსი მასპინძლებს ბოლოსკენ მაინც ჰქონდათ, როდესაც საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გოცირიძემ მკერდით ხარაიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელმაც დაარტყა, მაგრამ მეკარე ალავიძემ გაჭირვებით მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, "ბ" ზონას კი ამიერიდან ორი ლიდერი ჰყავს - "სამტრედია" და ბათუმის "დინამო".   

 

საბურთალო - დინამო (ბთ)  0:1 (0:1)

საბურთალო: კუპატაძე, კაკიაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩიშვილი (მენთეშაშვილი 55), ხარაიშვილი, ბარამიძე, ლარკი, ვიანე (რუხაძე 46), წივილაშვილი (გვარაძე 85), გოცირიძე.

მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

დინამო (ბთ): ალავიძე, სევასტი თოდუა, ტეტუნაშვილი, ჟვანია, მაკარიანი, ვარშანიძე, მახარაძე, ჩირიკაშვილი (ჭკუასელი), თედორაძე, აბუსელიძე (ბაციკაძე), ჩიმაკაძე (მანწკავა).

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.

გოლი: 0:1 აბუსელიძე (31).

გაფრთხილება: ბარამიძე (15), თევზაძე (68), თევდორაძე (84).

მსაჯი: ა. კრიჭაშვილი.

 

1.        დინამო (ბათუმი)                12            9             1            2          25:8            28              
2. სამტრედია 12 9 1 2 21:11 28
3. მაჭახელა 12 8 3 1 20:5 27
4. ჭიათურა 12 8 1 3 19:13 25
5. სამგურალი 12 6 3 3 25:18 21
6. დილა 2 12 5 2 5 18:22 17
7. სასკო 11 5 1 5 17:12 16
8. ბეთლემი                                   12 5 1 6             15:15 16
9. საბურთალო 11 4 2 5 18:14 14
10. ლოკომოტივი 12 4 1 7 17:20 13
11. სტუ 12 3 1 8 20:26 10
12. კოლხეთი (ხობი) 12 2 3 7 11:28 9
13. ბახმარო 12 0 6 6 9:27 6
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110335