სხვა

19:00 | 10.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

პირველი გამარჯვების მოლოდინში

ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშო ქართული სუმოისტებისთვის ძალიან წარუმატებლად დაიწყო. ქართულმა სამეულმა “რიოგოკუ კოკიგიკანში” უკვე ექვსი ბრძოლა ჩაატარა, თუმცა, პირველი გამარჯვება ჯერაც არ სჩანს.
როგორც მოგეხსენებათ, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში საქართველოს ღირსებას ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი და თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ იცავენ. ტოკიოს ტურნირს პირველი კომუსუბის ტიტული შეხვდა, მეორე კი მე-2 მაეგაშირაა.
ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინმა ოძეკი კოტოშოგიკუსთან იორიკირით წააგო, ხოლო გაგამარუს ასევე ოძეკი კოტოოშუმ აჯობა. გორგაძის მომდევნო მეტოქე მორიგი ოძეკი კაკურიუ იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 1:8-ს აგებს. თავის მხრივ ესტონელ ოძეკი ბარუტოს პირისპირ დადგება გაგამარუ, რომელსაც ბალტიისპირელი 4-დან ერთ შერკინებაში ჰყავს დამარცხებული.
ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ, რომელსაც სუმოს სამყაროში კოკაის შიკონათი იცნობენ, მე-2 ბრძოლა ტანძოსთან იორიკირით დათმო. კოკაი რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია, შემდეგი შეხვედრა კი მე-14 რეიტინგის მქონე არავაშისთან ელის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091411