ძიუდო

13:17 | 16.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველი დღე პირველ წრეში დასრულდა

მსოფლიოს მასტერსზე დღეს მედლები მამაკაცთა 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება. სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონში მიმდინარე ტურნირზე უკვე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ამირან პაპინაშვილისთვის (60 კგ) კი შეჯიბრი ნაადრევად დასრულდა. ქართველი მსუბუქწონოსანი პირველ წრეში ევროპის რუს ჩემპიონს, არსენ გალსტიანს შეხვდა. მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს და მინიმუმ სარეიტინგო 80 ქულას ინაღდებდა, მაგრამ იპონით დამარცხდა.
ქართული გუნდის კიდევ ორი წევრი – ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) ტატამზე ხვალ გავა.


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091195