ჩოგბურთი

11:02 | 28.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

პირველების მძიმე სეტები

წვიმამ უიმბლდონზე გუშინდელი საასპარეზო დღეც შეაფერხა, რის გამოც დღის პროგრამის შეხვედრები გაჭიანურდა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი გვიან ღამით დახურულ კორტზე ითამაშა.
რამდენიმე მატჩის დასრულება დღესაა ნავარაუდევი. ქალთა ერთეულთა თანრიგში პირველ ნომრად განთესილი, შარშანდელი ფინალისტი მარია შარაპოვა ბულგარელ ცვეტანა პირონკოვასთან პირველ სეტში მოულოდნელად დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. ბალკანელი 5:2-ს იგებდა, მაგრამ რუსმა 5 სეტბოლი “ამოქაჩა”, საქმე თაიბრეიკში გადაიყვანა და საწყისი პარტია 7:6 (7:3) მოიგო. მეორე სეტი შეწყდა (შარაპოვას 3:1 მიჰყავს) და შეხვედრა დღეს გაგრძელდება.
მამაკაცთა შორის პირველ ნომრად განთესილმა და უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელ რაიან ჰარისონთან სამივე სეტი კი მოიგო (ერთნაირი ანგარიშით 6:4), მაგრამ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დარჩა: “რაიანმა კარგი მატჩი ჩაატარა. მას მეორე სეტის მოგებაც კი შეეძლო. კარგია, შეხვედრა დახურულ კორტზე რომ ჩატარდა, თუმცა, ამ პირობებთანაც ადაპტაციაა საჭირო. ჭარბ ტენიანობას ვგრძნობ და გარკვეული დრო აუცილებელია საუკეთესო თვისებების გამოსავლენად”.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09514