ჩოგბურთი

0:17 | 9.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

პირველად, “როლან გაროსის” ფინალში...

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერ ფედერერი 6:4, 7:5, 6:3 დაამარცხა და დიდი შლემის ტურნირის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გააღწია, თუმცა კი, “როლან გაროსის” გადამწყვეტ შეხვედრაში პირველად ითამაშებს. შვეიცარიელ ჩოგბურთელს თამაშში რეალური გარდატეხის შეტანის შანსი მე-2 სეტში ჰქონდა, როდესაც ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მარცხს ვეღარ გადაურჩა. კვირას, ფინალურ მატჩში ჯოკოვიჩის მეტოქე ტურნირის უმთავრესი ფავორიტი რაფაელ ნადალი იქნება. შეგახსენებთ, რომ ესპანელ “ბუღას” საფრანგეთის ღია პირველობა ექვსჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091818